გაკვეთილის გეგმები

გაკვეთილის მთავარი თემა
ორი წრეწირის ურთიერთმდებარეობა

სწავლების საფეხური
საბაზო . კლასი მე-8
მოსწავლეთა პროფილი
30 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე არ არის
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
გაკვეთილი იმით არის აქტუალური, რომ მოსწავლეები დაადგენენ მიმართებებს გეომეტრიულ ფიგურებს შორის და მათ თვისებებს გამოიყენებენ ამოცანების ამოხსნისას.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
VIII. 8.  მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა თვისებების გამოყენება ფიგურათა კლასიფიცირებისათვის და მისი სახეობების შესადარებლად.
VIII.9. მოსწავლეს შეუძლია ფიგურისა და მისი ელემენტების ზომების მოძებნა
წინასწარი ცოდნა
წრეწირი და მისი ელემენტები
შეფასების საგანი და პროცედურები
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
წიგნი,რვეული, კალამი, ფანქარი, სახაზავი, საშლელი, ფარგალი, დაფა, მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებული მასალები დანართების სახით, კომპიუტერი, პროექტორი, სლაიდი.
გაკვეთილის მსვლელობა
·         საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ  მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს გაკვეთილის თემას, მიზანსა და შეფასების რუბრიკას.  (2წთ)
·         მასწავლებელი მოსწავლეთა წინარე ცოდნას გააქტიურებს საშინაო დავალების შემოწმებით. (4 წთ )
·         მასწავლებელი წარმოადგენს მოსწავლეთა მიერ დამონტაჟებული ვიდეორგოლის ჩვენებას თემაზე – ორი წრეწირის ურთიერთმდებარეობა (10 წთ)
·         მასწავლებელი მოსწავლეებს წინასწარ ურიგებს სამ-სამ ამოცანას წყვილებში სამუშაოდ. ( დანართი N 1) (10 წთ)
·         მასწავლებელი მოსწავლეებს პროექტორის  მეშვეობით წარუდგენს ამოსახსნელ ამოცანას, რომელიც მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ დამოუკიდებლად. (7 წთ)
·         მასწავლებელი დაფაზე დემონსტრირებით აძლევს საშინაო დავალებას. გვ.  (2 წთ)
·         მასწავლებელი დაკვირვების საფუძველზე აფასებს მოსწავლეებს შეფასების რუბრიკების დახმარებით (5 წთ)







Комментариев нет:

Отправить комментарий

კომპლექსური დავალებები

5 კლასი 6 კლასი    7 კლასი   N1    N2 9 კლასი