პროექტები


პ რ ო ე ქ ტ ი
1
პროექტის სახელწოდება:
მონაცემთა ანალიზი
2
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
კომუნალური გადასახადების ცვლილება  სპორტისა და განათლების ობიექტებში 
3
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები შეძლებენ მონაცემთა მოძიებას და ჩაწერას სხვადასხვა ხერხით. ეს ხელს შეუწყობს ინფორმაციის მოპოვებისა და კომუნიკაციის უნარის განვითარებას. ასევე მოახდენენ მოძიებულ ინფორმაციის ანალიზს, მონაცემებს წარმოადგენენ განსხვავებული გრაფიკული ფორმებით და გააკეთებენ შესაბამის დასკვნებს
4
პროექტის მიზნები:
მათ VIII.11. მოსწავლეს შეუძლია მონაცემების მოპოვება და მათი წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით
·         ქმნის მარტივ კითხვარს,  განსაზღვრავს რესპოდენტებს, აგროვებს მონაცემებს და წარმოადგენს მათ გრაფიკული ფორმით;
·         ერთი გრაფიკული ფორმით წარმოდგენილ მონაცემებს წარმოადგენს განსხვავებული გრაფიკული ფორმით და წარმოაჩენს თითოეული  ფორმის ხელსაყრელ და არახელსაყრელ მხარეებს
5
მონაწილეთა ასაკი:
13-14 წელი
6
ვადები/ხანგრძლივობა:
მთელი წლის განმავლობაში
7
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები სხვადასხვა გზებით მოიპოვებენ მონაცემებს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. ამ მონაცემებს წარმოადგენენ განსხვავებული გრაფიკული ფორმით. მიღებულ შედეგებს შეადარებენ და გააკეთებენ გარკვეულ დასკვნებს.
8
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომუნალური გადასახადების ქვითრები, მარტივი კითხვარები, კომპიუტერი, ინტერნეტი, თაბახის ფურცლები.
9
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
·         კლასს დავყოფ ექვს ჯგუფად. თითოში ხუთი მოსწავლე.
·         ჯგუფებს შერჩევითობის პრინციპით ავარჩევინებ საკვლევ ობიექტს(სახლი, სკოლა, საბავშვო ბაღი, უნივერსიტეტი, საცურაო აუზი, ფიტნეს კლუბი)
·         თითოეულ ჯგუფს გავაცნობ პროექტის გეგმას, რომელიც ყველა ჯგუფისათვის განსხვავებულია
·         ჯგუფში მოსწავლეებს გავუნაწილებ მოვალეობებს
·         ჯგუფების საქმიანობას გავუწევ მონიტორინგს მთელი წლის განმავლობაში და შევაფასებ მათ განმავითარებელი შეფასებით
·         მოვახდენ მათი ნამუშევრების შეჯამებას, კორექტირებას და მივცემ გარკვეულ მითითებებს პროექტების მოსამზადებლად.
·         მოსწავლეებს დავეხმარები ბლოგების შექმნაში, სადაც ატვირთავენ საკუთარ პრეზენტაციებს და ამ პრეზენტაციის შესასრულებლად განვლილ ეტაპებს
·         მოვახდენ მათ შეფასებას სხვადასხვა რუბრიკებით:
ü  ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა (დანართი 1)
ü  პროექტის შეფასების რუბრიკა (დანართი 2)
ü  ინფორმაციის მოძიების შეფასების რუბრიკა (დანართი 3)
ü  პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა (დანართი 4)
ü  ურთიერთ შეფასების რუბრიკა (დანართი 5)
ü  თვითშეფასების რუბრიკა (დანართი 6)
ü  ჯგუფების მუშაობის მონიტორინგის სქემა

10
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
ინგა გუგულაშვილი
11
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
Gugulashvili.inga@gmail.com
12
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:
https://ingagugulashvili.blogspot.com/

Комментариев нет:

Отправить комментарий

კომპლექსური დავალებები

5 კლასი 6 კლასი    7 კლასი   N1    N2 9 კლასი